ლევან სამუშია 5 სამართალდამცავის დაკავებაზე - ეს არის საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგი, ვინაიდან ვიცით, რომ არ ხდებოდა გამოძიება - ასევე, ამ დანაშაულს ჰყავს დამკვეთებიც - დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ყველა მოძალადე დაისჯება

ეს ყველაფერი არის თქვენი, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგი, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ წლების განმავლობაში, ამ დანაშაულების გამოძიება არ ხდებოდა,-ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირის დაკავება.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, სავარაუდოდ, ამ დანაშაულს ჰყავს დამკვეთები, რომელთა იდენტიფიცირება და დასჯა ასევე მნიშვნელოვანია.

„ამ დანაშაულს ჰყავს არა მარტო შემსრულებლები, ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცემასა და წამებაში მონაწილეობდნენ, არამედ ჰყავს დამკვეთებიც. წარმოუდგენელია დამკვეთის გარეშე, გამოძიების განზრახ გაჭიანურება და საქმის განზრახ არგამოძიება, რაც ბუნებრივია, ამ მიმართულებით ეჭვს იწვევს, ვინაიდან წლების განმავლობაში საქმეები თაროზე იყო და არ გამოძიებულა. ასევე, კარგად ვიცით, რომ „ფორმულაზე“ გასული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, უკვე დაიწყეს სამართლებრივი ქმედებები და პროცესუალური მოქმედებები. მეორე დღეს გვამცნეს, რომ თურმე ადამიანები უკვე დააიდენტიფიცირეს და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის თქვენი, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგი. ბრძოლას ყველა სამართლებრივი, კონსტიტუციური მეთოდით ყოველთვის აქვს აზრი სამართლიანობისა და სამართლისთვის. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ყველა მოძალადე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს, კანონისა და სამართლის წინაშე პასუხს აგებს“,-განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გენერალური პროკურორის განმარტებით, 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა