აქტივისტ გიორგი რომელაშვილის ინფორმაციით, 2024 წელს აქციების ფარგლებში დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თაობაზე მიმართა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში მსჯავრდებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების განცხადებით მიმართა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი რომელაშვილი წერს.

როგორც აქტივისტი წერს, ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული და დღემდე ის პირველ პენიტენციურში სამარტოო საკანში იმყოფება.

„ორი დღის წინ დამირეკა ციხიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, ბიჭმა რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იმყოფება… (2 წელი)

თავდაპირველად მითხრა, რომ იმედია არ გამაკრიტიკებო, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ არ გავაკრიტიკებდი მის არცერთ ნაბიჯს. ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა!

არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებრივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს.

„ქართული ოცნების“ წევრების არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ „ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ” ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა „ქართული ოცნების“ და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა.

გაათავისუფლეთ ფრიდონ ბუბუტეიშვილი და ნუ გაატარებინებთ ამ ბიჭს კიდევ 3 წელს ციხეში.

საქართველოს საპატრიარქო: ქართველი ხალხის სულიერი კეთილდღეობა და მათი სიმშვიდე გარკვეულწილად თქვენი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ განხეთქილების დასრულების დასაწყისად ითხოვეთ და მოუწოდეთ „ქართულ ოცნებას“ უპასუხონ ფრიდონ ბუბუტეიშვილის ნაბიჯს და მოაწერონ შეწყალების აქტს ხელი. საჭიროების შემთხვევაში თავად შემიძლია გავესაუბრო საპატრიარქოს წარმომადგენელს ამ საქმის დეტალური შესწავლისთვის“,- წერს აქტივისტი.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ