თენგიზ შარმანაშვილი სამართალდამცავების დაკავებაზე - ვამბობდი, რომ ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩებოდა, ნება დიდი ხანია გამოხატული გვქონდა, ველოდებოდით, რომ მტკიცებულებების ის ხარისხი ყოფილიყო მოპოვებული, რომელიც კითხვებს არ დატოვებდა

გენერალური პროკურორი არ შეჩერდა მხოლოდ 5 დაკავებულ პიროვნებაზე და თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ეს არა კამპანიური ხასიათისაა, არამედ სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკაა, რომ დროც არ უნდა გავიდეს, როდესაც ხელთ ექნებათ მტკიცებულებები, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ.

გენერალური პროკურორი საუბრისას არ შეჩერებულა მხოლოდ ამ 5 დაკავებულ პიროვნებაზე - მან თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა, მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით, საქმეს ყოველთვის ფრთხილად უყურებს.

კერძოდ, შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ „პროკურატურისთვის დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მათთვის მთავარია იმ საქმეს, რომელსაც ბოლომდე მიიყვანენ, სასამართლო პერსპექტივა ჰქონდეს".

„მინდა ყურადღება მივაქციო საინტერესო ფაქტს - როდესაც გენერალური პროკურორი საუბრობდა, ის არ შეჩერდა მხოლოდ ამ 5 დაკავებულ პიროვნებაზე, ვისაც ბრალდება წარუდგინეს. მან თქვა, რომ ეს გრძელდება და ყველა დეტალი, სხვა საქმეებთან მიმართებაშიც, ხელმეორედ იქნება გადამოწმებული და ეს საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს არა კამპანიური ხასიათისაა, არამედ ეს არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, მყარი პოლიტიკა, რომ დროც არ უნდა გავიდეს, როდესაც ხელთ ექნებათ მტკიცებულებები, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ.

ადრეც ვამბობდი, რომ ეს, ადრე თუ გვიან, გაუხსნელი არ დარჩებოდა და ეს საქმე ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი. ასე რომ, ეს ნება ჩვენ დიდი ხანია გამოხატული გვქონდა, უბრალოდ, ჩვენ ველოდებოდით მტკიცებულებების ის ხარისხი ყოფილიყო მოპოვებული, რომელიც შემდეგ სასამართლო პროცესზე არანაირ კითხვებს დატოვებდა. ამ კოორდინაციის ბოლო ეტაპიც განხორციელდა, ჩაითვალა რომ ეს მტკიცებულებები იმ ხარისხისაა, რომ სასამართლოში მყარად დაიკავებს თავს და ბრალდებად წარუდგინა პროკურატურამ," - განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა