ზურაბ ჯაფარიძე - სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან - სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს

სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან - სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს, - ამის ჟურნალისტებს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განუცხადა.

“მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს 20-მდე სპეცრაზმელი 19 კამერის წინ გვირტყამდა. ჩემს ძმას 6 კაცი რკინის ხელკეტებით ურტყამდა. ბორის ჩელე ყურუას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით. ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო ერთი კაცი დაიჭირეს - ერთმა კაცმა სცემა ხაბეიშვილი?! დათო ქაცარავა რომ სცემეს, ის სპეცრაზმელები ვერ აღმოაჩინეს? შემიძლია ერთ საათი ვიდგე და ძალადობის შემთხვევები ჩამოვთვალო - ცალკე ე.წ. შავებში მყოფი ადამიანების და ცალკე ე.წ. ტიტუშკების“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან სონატა კოლტერთან გამართულ შეხვედრას, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია იყო.

“საუბარი იყო ყველაფერზე. როგორც წესი, როცა ადამიანები ასეთ შეხვედრებზე მოდიან, მომზადებული არიან. რომ გითხრათ, რომ რაიმე ისეთი სიახლე ვუთხარით, რაც გაგონილი არ ჰქონდათ - არა! ცხადია, მომზადებულები იყვნენ. შეიძლება ბოლო კვირებისა და დღეების ამბები უთხრა, რომ ვიღაც ტროტუარზე დგომის გამო გუშინ წინ დააკავეს.

ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-თან ურთიერთობები. გასაგებია, რომ არ უნდა იყოს ასეთი როგორიც არის!

საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს “ოცნება“ დალაგებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე, რადგან ამის პარალელურად “ქართული ოცნებიდან“ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა მიდის.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ნამდვილად კარგი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება, როცა რეჟიმი შეიცვლება, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის პროდასავლური და პროამერიკული განწყობის. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პროამერიკული ქვეყანაა და ყოველთვის ასე იქნება. ამ ყველაფერზე იყო საუბარი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა