გურამ მაჭარაშვილი - ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გადაცდომები არის ისეთი, რომ ლეტალურად მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეებთან პოლიციელების შეტაკება - მადლობა ღმერთს, საქართველოში გადაცდომები არც ძალიან ბევრი ყოფილა და არც ლეტალური

ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში გადაცდომები არის ისეთი, რომ სამწუხაროდ, იქ ლეტალურად მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეებთან პოლიციელების შეტაკება - მადლობა ღმერთს, საქართველოში გადაცდომები არც ძალიან ბევრი ყოფილა და არც ლეტალური შედეგის მქონე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სამართალდამცველების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცალკეულ გადაცდომებთან დაკავშირებით ყველა დეტალი უნდა იყოს გამოძიებული.

„ჩვენ ვართ იმის მომხრე, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და თანამდებობის პირი იქნება ეს, თუ ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი პირი, კანონის წინაშე თანაბრად უნდა აგოს პასუხი. ეს არის ცალსახა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით დაწყებული 2023 წლიდან, სერიოზული ბულინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღემდე ძალოვან სტრუქტურებზე. ბუნებრივია, როდესაც სამართალდამცველებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან მართლწესრიგი და ქვეყანა, ისინი ამას ასრულებენ მაღალ დონეზე. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს - ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში გადაცდომები არის ისეთი, რომ სამწუხაროდ, იქ ლეტალურად მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეებთან პოლიციელების შეტაკება. მადლობა ღმერთს, საქართველოში გადაცდომები არც ძალიან ბევრი ყოფილა და არც ლეტალური შედეგის მქონე. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს - რა თქმა უნდა, ყველა დეტალი უნდა იქნეს გამოძიებული. აქ ერთი მომენტი არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რაც არ უნდა გამორჩეს არც გამოძიებას და ზოგადად, საზოგადოებას, რომ ძნელია ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმ შემთხვევაში, როდესაც შენ დგახარ, იცავ წესრიგს და ამ დროს თავს გესხმიან. მიუხედავად ამისა, აბსოლუტური უმრავლესობა ამას ახერხებდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალკეული გადაცდომები თუ არის, ამ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, დეტალებს ყველაფერს გაარკვევს გამოძიება," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა