შალვა პაპუაშვილი პოლიციელების დაკავებაზე - სახელმწიფოს მიდგომა არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად, ნახეთ ამისი შედეგებიც!

ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ითქვა კიდეც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება, გამოიკვლევს და გამოავლენს - ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა სწორედ ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარი იყო საკუთარ მტკიცებულებებში, შესაბამისი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი, ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ.

„გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და უნდა გავიხსენოთ უპირველეს ყოვლისა, რა გარემოება იყო. საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდანის“ განხორციელება. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებისგანაც გვესმოდა პირდაპირ მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და შვედმა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე ძალადობა, იცით, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული იმისთვის, რომ აზიანებდა ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“, პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა, ამ პირობებში უწევდათ პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის დაცვა და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისა და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ამ მხრივაც ის ცალკეული ინციდენტები, რომლებიც მაშინ ჩვენ ვიხილეთ, ითქვა კიდეც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება და გამოიკვლევს და გამოავლენს. ასე მოხდა კიდევაც. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, სწორედ ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად, ნახეთ ამისი შედეგებიც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა