მამუკა მდინარაძე და სულხან თამაზაშვილი მთავრობის სხდომას პირველად ესწრებიან

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ მინისტრს, მამუკა მდინარაძესა და სულხან თამაზაშვილს თანამდებობების დაკავება კიდევ ერთხელ მიულოცა.

მან მინისტრებს საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მამუკა მდინარაძეს მივულოცავ თანამდებობის დაკავებას. ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას. ბუნებრივია, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების გამართული მუშაობა, მათი საერთო კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და ვიცე - პრემიერის თანამდებობა, პიროვნულად მამუკა მდინარაძე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მას მინდა განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს.

ასევე, პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი. მასაც მინდა წარმატება ვუსურვო. მინდა აღვნიშნო მისი წარმატებული საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სადაც ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მას წარმატებას ვუსურვებ ახლა უკვე შსს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ასევე, კიდევ ერთხელ მივულოცავ ზურაბ პატარაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას და გეკა გელაძეს, ჩვენს კოლეგას ვულოცავ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას. გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ