პროკურატურა - გელა ხასაიამ ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა - მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

გელა ხასაიამ ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა - მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ხასაიასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილთანაც.

„სისხლის სამართლის საქმეზე დამტკიცდა ვასილ ქერდიყოშვილთან და გელა ხასაიასთან დადებული საპროცესო შეთანხმება. ორივე მათგანს მიესაჯა 4 წ თ/ა, საიდანაც 1 წელს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, 3 წელი ჩაეთვლებათ პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. ორივე ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული“,- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ