ადვოკატი - გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის - ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო

გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას" წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელო გადაწყვეტილება იყო.

„ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ამ საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო, ასევე სხვა პირიც, რომელიც ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას, რაც ბრალის აღიარებასა და გელაზე მითითებასა და დასახელებას ნიშნავდა. გარდა ამ პირისა, ამ საქმეზე მოწმედ გამოკითხული იყო ადამიანი, ამავე ბრალდებულის ოჯახის წევრი, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ის ადამიანი რაიმე განსხვავებულს იტყოდა და მისი ოჯახის წევრის ინტერესებს დააზიანებდა, არ არსებობდა.

შესაბამისად, ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით - 5 წელი თუ 4 თვე გაგვეტარებინა ციხეში.

ეს შეთანხმება არავის უჩუქებია, არც გელასთვის და არც ჩვენთვის. დაზარალებული გავანადგურეთ სასამართლო დარბაზში, ისევე როგორც მის მიერ მიცემული ჩვენება.

ამ შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა, რომ ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღდეგ, ხელს მოაწერდნენ საპროცესო შეთანხმებას, ამით კი გელას გარანტირებულად 5 წელი ელოდებოდა. შესაბამისად, გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ინფორმაციისთვის, გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე