პრემიერი - მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით - ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე - მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე.

„გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. გვაქვს ახალი, ურთულესი კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ამ კრიზისის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი, ამას ცალკე ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ის, რომ შარშან ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ აისახა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე. შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 7.5% და წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები და ამან მოგვცა კონკრეტული ხელშესახები შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც მთავრობა ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს.

„დადებითი ტენდენციების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით აპრილის თვეში სავალუტო რეზერვები შეავსო 154,2 მილიონი დოლარით. შესაბამისად, რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს. ლარის კურსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე