მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, ჯერ ამბობდნენ, რომ ფორმალური  რაღაც ფორმალური ჩემი თანამდებობა ფორმალური იყო, ახლა გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე საუბრობენ

„ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი ენჯეო ორგანიზაცია.

„რაღაც გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ და ა.შ. ჯერ „ნაცმოძრაობა“ და მათი „ეჯნეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე. უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არსად არის მითითებული იმის შესახებ, რომ მე მაგალითად უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო აუდიტის სამსახურს. კოორდინაცია, კომუნიკაცია, მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინცდამაინც. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია. გადაჭარბებულ უფლებამოსილებაზე როცა საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერ-მინისტრის ხელში, მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ - არასერიოზულია. რამდენად არასერიოზული ფრაზებით მოგვიწია ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა. აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა. როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი „ენჯეო“ ორგანიზაცია. გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე