მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის, ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში

დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის, ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, დიპლომატიის აკადემიის დაფუძნება უზრუნველყოფს პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდების აღზრდას, შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიპლომატიის აკადემიის დაარსების შესახებ! საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ წელს დაიწყო თანამედროვე საჭიროებებით განპირობებული, ფუნდამენტურ ანალიზზე დაფუძნებული კომპლექსური რეფორმა, რომლის მიზანიც არის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონდეს საუკეთესო შესაძლებლობები ეროვნული ინტერესების საუკეთესოდ დასაცავად და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად.

ამ მიზნის მისაღწევად გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, დიპლომატიის აკადემიის დაფუძნება უზრუნველყოფს პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდების აღზრდას, შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით.

დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. სწორედ დიპლომატიის აკადემიის წიაღში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულმა გამოყენებამ უნდა მისცეს ქვეყანას შესაძლებლობა, მტკიცედ დაიცვას ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საუკეთესო ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური ხედვით, რათა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ეფექტიანად შეძლონ ქვეყნის საჯარო სამსახურის გაძლიერება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის მხრივ, გააჩნია საუკეთესო შესაძლებლობები ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის სწრაფად ინტეგრირებას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო საქმიანობაში. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის და მხარდაჭერისთვის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ. მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი