მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში და იმდენად მაღალი  იყო აბსურდულობის ხარისხი, გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“

როდესაც პირადად მე [გავერკვიე] და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, ­იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების დროს პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა. მისი თქმით, აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი.

„კამიტზე“ თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა სერიოზულად საუბარი. „კამიტის“ შემდგომ ამბობდნენ, რომ არა „კამიტი“, მაგრამ „ტრიქლორეთილენი“ იყო ის ნივთიერება, რომელიც ასევე მათი თქმით, იყო აკრძალული ცალკეულ ქვეყნებში და ეს იქნა გამოყენებული. წავაწყდით ასეთ პარადოქსულ ამბავს, რომ არც ერთს მათ შორის, არც ჟურნალისტს, არც NGO-ს წარმომადგენელს, არც BBC-ის და ა.შ. ვინც ამაზე აპელირებდა, როგორც აღმოჩნდა, „დაგუგლული“ და „დასერჩილიც“ კი არ ჰქონდა ამის შესახებ, რადგან ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ტრიქლორეთილენი“ უბრალოდ წყალშიც კი არ ერევა. მისი სიმკვრივე, ელემენტარული ქიმია თუ ვინმემ იცის, აღმოჩნდა უფრო მეტი, უფრო მკვრივი აღმოჩნდა ეს ნივთიერება და წყალში გახსნის შედეგად ჩადის ქვემოთ და უბრალოდ, წყალშიც არ ერევა. ამის ფონზე ამბობდნენ ასეთ ფრაზებს და წინადადებებს, რომ წყალში გამხსნელი „ტრიქლორეთილენი“ თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა. ასეთი პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა იქ გამოძიების დროს და ჩვენ, მაშინ უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ეს დავასკვენით იმ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ამიტომ იყო ქართული სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დაბრალებას გავასაჩივრებდით ყველა საერთაშორისო დონეზე და დარწმუნებული ვართ, დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე