მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე - შემიძლია სუს-ს ვთხოვო, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ და როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით

დაკავებულია ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი - დღენახევარია ვხედავთ, რომ ამ საკითხში ეჭვის შეტანას ცდილობენ! რაკი საკითხი ასე დააყენეს, შემიძლია უსაფრთხოების სამსახურსა და მის ხელმძღვანელს ვთხოვო, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს შესაბამისს უწყისს ხელს, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი უძილაურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მდინარაძის თქმითვე, ვერ გამოქვეყნდება, რა ინფორმაციას გადასცემდა ბრალდებული პირი და ამის იქით მასალების განსაიდუმლოება ვერ მოხდება.

მდინარაძე ამბობს იმასაც, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს.

“სუს-ის პირველ ბრიფინგზე, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, იყო პირველი მინიშნება. იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი დააკავა. როგორც მივხვდით, ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. ამის შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ძალიან საინტერესო ადამიანი - ამ სამუშაოს წარმოების მიმართულებით საინტერესოობაზე ვსაუბრობ. შემდეგ იყო ევროპის - ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტ არაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით - ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.

დღენახევარია ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ამ საკითხშიც კი ეჭვის შეტანას ცდილობენ. რაკი საკითხი ასე დააყენეს, შემიძლია უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ვთხოვო, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისს ხელს.

ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია რეალიზებაში მოვიტანოთ - შესაბამისი მინიშნებები სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. მაგრამ ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. ჩვენ რასაც სხვაგან არ ვკადრულობთ, ნურც ჩვენთან იკადრებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე