ელენე ხოშტარია - უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს

უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგროვილი უამრავი უსამართლობიდან 1-ის გამოსწორებას არ უნდა დასჯერდეს და ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

„რუსული ოცნების“ ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოქმედებაზე შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ჯერ არ მინდა, თუმცა, ორ საკითხს მინდა, გავუსვა ხაზი:

  1. უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რეალური ზეწოლის პირობებში, (ქვეყნის გარეთ და შიგნით) „ოცნება“ უკან იხევს. ეს ფაქტი კარგად გავიაზროთ. თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ამდენი ხანია იბრძვის, უნდა დააფასოს საკუთარი შრომა. სწორედ თქვენი ჯიუტი შემართების და მოქმედების გამო „ოცნებას“ უწევს, დაიხიოს უკან. არ არსებობს გარე ზეწოლა შიდა წინააღმდეგობების გარეშე. ყოველ ჯერზე, როცა ვიტყვით - „რა აზრი აქვს?!“, გავიხსენოთ კონკრეტული სანქცირებული და ფულზე მოწუწუნე პროპაგანდისტები და კობახიძის სახე, ზელენსკის გვერდით როცა იდგა.
  2. „ოცნების“ უკან დახევა, ახლა იქნება ეს თუ მერე, ჩვენს წინაშე დააყენებს დიდ გამოწვევას - პირველივე უკან დახევით დავკმაყოფილდებით თუ არა, ან მათივე დაგროვილი უამრავი უსამართლობიდან 1-ის გამოსწორებას ხომ არ დავჯერდებით ან თავს ხომ არ მოვიტყუებთ და ფასადურ დათმობას რეალურ დათმობად გავასაღებთ?! - ეს დაუშვებელია, რადგან „ოცნება“ ახალ წრეზე წავა და მარცხი გარდაუვალი იქნება.

ამიტომ დავაფასოთ, რომ ბრძოლას შედეგი აქვს, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ზოგჯერ გვგონია და მოთმინება არ დავკარგოთ. ბოლომდე!“, - ნათქვამია წერილში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს