პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები ე.წ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ათავსებდნენ რეპროდუცირებულ ბანკნოტებს, აღნიშნული თანხა კი თაღლითური ჯგუფის წევრების ონლაინ ტოტალიზატორებსა და საბანკო ანგარიშებზე აისახებოდა. შედეგად, ბრალდებულებმა აღნიშნული ხერხით 114 000 ლარი მიისაკუთრეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები, დიდი ოდენობის თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ ე.წ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ათავსებდნენ რეპროდუცირებულ ბანკნოტებს (ძირითადად 100 ლარის ნომინალის მსგავსს), რაც ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას ქმნიდა. აღნიშნული თანხა თაღლითური ჯგუფის წევრების ონლაინ ტოტალიზატორებსა და საბანკო ანგარიშებზე აისახებოდა, რასაც ბრალდებულები მოტყუებით ეუფლებოდნენ და იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის. ამ ხერხით, მათ 114 000 ლარი მიისაკუთრეს.

2026 წლის 7 მაისს, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ