პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შემთხვევა ოზურგეთში მოხდა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთ რესტორანში, ბრალდებულს მეგობართან ერთად შელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულთან, რა დროსაც მათ დაზარალებულს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 მაისს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას ბრალდებულს მეგობართან ერთად შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც დანებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი მეორე პირის ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ