ლევან შატბერაშვილი დიპლომატიის აკადემიაზე - სასაცილოა ამ არასერიოზული ხალხისგან, როგორიცაა „ქართული ოცნება“, ლაპარაკი იმაზე, რომ კარგ სასწავლებელს გახსნიან, შეუძლებელია

იდეა, რომ დიპლომატების სკოლა გაიხსნას, ცუდი არ არის, რადგან დიპლომატიური ფიასკო, როგორიც განიცადა „ქართულმა ოცნებამ“ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასეთი არასდროს არ ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში - სასაცილოა ამ არასერიოზული ხალხისგან, როგორიცაა „ქართული ოცნება“, ლაპარაკი იმაზე, რომ კარგ სასწავლებელს გახსნიან, შეუძლებელია, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის” წევრმა, ლევან შატბერაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლევან შატბერაშვილის თქმით, საქართველოს ელჩებს აქვთ ყველაზე დაბალი დონის შეხვედრები და ამდენი ხნის განმავლობაში არცერთი დიპლომატიური გარღვევა არ ჰქონიათ.

„რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ეს არის აბსოლუტური ჩავარდა, რომელიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. საქართველოს ელჩებს, კანადაში იქნება თუ ამერიკაში, მათ აქვთ ყველაზე დაბალი დონის შეხვედრები. ისინი ვერავის ვერ ხვდებიან. შეიძლება შეხვდნენ შუა აზიის ქვეყნების რომელიმე ელჩს და მერე ამას პოსტავენ „ფეისბუქზე“, ამაზე ლაპარაკობენ, ამით ტრაბახობენ. არცერთი დიპლომატიური გარღვევა ამდენი ხნის განმავლობაში [არ ყოფილა].

უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აგრესიული პოლიტიკა წამოიწყო ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მათ უნდა ჰყოლოდათ საუკეთესო პროფესიონალები დიპლომატებად. საელჩოები ტყუილად არ არის, ყველაზე წამყვანი ქვეყნები რომლებიცაა, მაგალითად აშშ-ს საქართველოში უშველებელი საელჩო აქვს და ეს შემთხვევით არ არის და იქ ხალხი რომ მუშაობს, ისინი არავის დაუსჯია და აქ თავიდან მოსაშორებლად არ გამოუშვიათ, პირიქით, ისინი ხვდებიან მნიშვნელობას, რეგიონში როგორ უნდა იმუშაონ. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა შეიძლება რომ ქართველმა ელჩებმა გააკეთონ.

სასაცილოა ამ არასერიოზული ხალხისგან, როგორიცაა „ქართული ოცნება“, ლაპარაკი იმაზე, რომ კარგ სასწავლებელს გახსნიან, შეუძლებელია. ჩვენ შეიძლება ამას შევხედოთ ძალიან ირონიულად. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გააკეთონ, ან რა პროფესიონალები ჰყავთ? თუ ვინმე ჰყავდათ საუკეთესო ელჩი, ვისზეც შეიძლება გვეთქვა, რომ მისით ვამაყობთ, ყველანი წამოსულები არიან იქიდან“, - განაცხადა ლევან შატბერაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.

დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე