შალვა პაპუაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შალვა პაპუაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერი-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

მათთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კიკვიძის პარკში დღევანდელი დღის აღსანიშნად იმყოფებიან ვეტერანები და სხვა მოქალაქეები.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა.