ირაკლი კობახიძე - ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და მოხერხდა ბრალის გამოკვეთა - მთავარია, სამართალი აღსრულდა

ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული - მთავარია, სამართალი აღსრულდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პოლიციელის დაკავებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება.

„მთლიანობაში, ჯამში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული, ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს, მოძალადეებს ვგულისხმობ, ამ დროის განმავლობაში ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და საბოლოოდ, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა და ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება, ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც საზოგადოებამ იხილა“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება აქციების დროს სხვა დაშავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე, კობახიძე ამბობს, რომ „სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული და მთავარია მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა“.

ამასთან, მან სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა „ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობის აღკვეთისთვის“.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას