ირაკლი კობახიძე - ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატს - ყველას მიმართ, ვინც გადაწყვეტს აგენტობას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფო იქნება პრინციპული

ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართ, ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფო იქნება პრინციპული.

„მნიშვნელობა არ აქვს, ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას. თავის დროზე კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები ცდილობდნენ აგენტობის პოპულარიზაციასაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა კონკრეტული სახელმწიფოების აგენტობას. აგენტი მნიშვნელობა არ აქვს ვისია, აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის. ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.

იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ჩვენ არ დავასახელებთ შესაბამის სახელმწიფოს. მაგრამ მკაფიო გაფრთხილება ყველას - მნიშვნელობა არ აქვს, ვისი აგენტი ხარ. აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შესაბამისად აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება სახელმწიფო", - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ