ბადრი ჯაფარიძე - როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, „ქართული ოცნების” ნაბიჯები სულ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ქვეყანას - მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება

2026 წელს ევროპის დღის აღნიშვნას საქართველო მძიმე პოლიტიკური გამოწვევებით ხვდება - მაშინ, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, „ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ქვეყანას იმ ისტორიულ შესაძლებლობის გამოყენების გზაზე,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება და საქართველო დაუბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზას.

„დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ - დღეს, რომელიც თავისუფლების, მშვიდობის, ღირსებისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალეროვანი ერთობის იდეას უკავშირდება.

1950 წლის რობერტ შუმანის დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ევროპული გაერთიანების შექმნას, რომელმაც დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა, დაშინების ნაცვლად ერთობლივი უსაფრთხოება და იზოლაციის ნაცვლად ერთიანობა აირჩია. სწორედ ამ იდეებზე დგას თანამედროვე ევროკავშირი - ერთობა სადაც ადამიანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია უმთავრესი ფასეულობებია. ამ უნიკალური ერთობის გამორჩეული მახასიათებლებია მყარი მშვიდობა და მოქალაქეების კეთილდღეობა.

2026 წელს ევროპის დღის აღნიშვნას საქართველო მძიმე პოლიტიკური გამოწვევებით ხვდება. მაშინ, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, „ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ქვეყანას იმ ისტორიულ შესაძლებლობის გამოყენების გზაზე, რაც საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში მოაქცევდა. გრძელდება ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, განსხვავებულ აზრზე და ევროპელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი აგრესიული რიტორიკა, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყნის თავისუფლების, ევროპული არჩევანის და ღირსეული მომავლის დათმობას არ აპირებს.

ამიტომ მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება და საქართველო დაუბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზას - გახდება ძლიერი, დემოკრატიული და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!“,- წერს ჯაფარიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ