შალვა პაპუაშვილი გიორგი უძილაურის საქმეზე - სირცხვილია, როდესაც მეგობარს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას - საჭირო გახდა კადრების ნაწილის გასაჯაროება, რადგან ყალბი ისტორიის მოყოლის თუ ნარატივის დალაგების მცდელობა ვნახეთ

სირცხვილია, როდესაც მეგობარს და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო გუშინ, მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-ჩანაწერს, პაპუაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვის, რას სახის ინფორმაციას გადასცემდა ამ ფარულ ჩანაწერში არსებული პირი და რომელ ქვეყანას გადასცემდა.

„რაც შეეხება კადრებს, საჭირო გახდა მისი ნაწილის გასაჯაროება, რადგან ვნახეთ, ყალბი ისტორიის მოყოლის, თუ ნარატივის დალაგების მცდელობა. საჭირო გახდა, რომ სახელმწიფოს შესაბამისად ეჩვენებინა. საერთო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამ შემთხვევაში, მისი კონტრდაზვერვითი მიმართულება მოწოდების სიმაღლეზეა. გუშინ მოვისმინეთ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ საქმე ეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომელიც პარტნიორ, მეგობრულ ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, რაც გახლავთ სირცხვილი. სირცხვილია, როდესაც მეგობარს და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო გუშინ, მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ,რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, ვინაიდან ყველანაირი, როგორც ტექნიკური ისე, ადამიანური რესურსი აქვს დღეს, სუს-ს, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს და გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ