შალვა კერესელიძე - მოვედით, რომ პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს, აქედან კი ევროპის დღის ღონისძიებაზე მივდივართ - ოპოზიცია აქ არ მოდის,  „ქართული ოცნება” - იქ, ჩვენ კი არცერთის შეხედულების მიხედვით არ ვმოქმედებთ

პარტია „გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. როგორც ამავე პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 81 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. მოვედით, რომ პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს. აქედან კი ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მივდივართ.

„ქართული ოცნება" იქ არ მიდის და მონაწილეობას არ იღებს, ოპოზიცია კი აქ არ მოდიან. ჩვენ არც ერთის და არც მეორე ძალის შეხედულებების შესაბამისად არ ვმოქმედებთ. ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია, აქ სადაო არაფერია",- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ