პაველ ჰერჩინსკი - გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის შეუსაბამობა არ არსებობს - რაც შეეხება გაწევრიანებას, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ამას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ - უმოკლესი გზა არ არსებობს

გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის შეუსაბამობა არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„როგორც ყველამ იცის, ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე აშენდა. ჩვენ ყველას ღრმა პატივს ვცემთ, ვინც ამ გამარჯვებისთვის სიცოცხლე გასწირა და სწორედ ამიტომ შეიქმნა ევროკავშირი. ევროკავშირის ისტორია საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტი ევროპის ისტორიაში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

„ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა საქართველოსაც გავუზიარეთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაიკარგება“, - აღნიშნა ელჩმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსი პროცედურები უნდა გაიაროს.

„ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე