გიორგი შარაშიძე - 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან, არანაირი საქმე არ გვაქვს - ყველას ვურჩევ, 26 მაისი არ იყოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ

4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან, ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არ გვექნება, რადგან, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, იყო უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია გაეძლიერებინა, ოპოზიცია დაასუსტა და „ქართული ოცნება“ გააძლიერა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველ ხალხის ერთიანობაში რაიმე წინააღმდეგობა იყოს შეტანილი, მიუღებელია.

„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან, ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არ გვექნება, რადგან, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, იყო უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია გაეძლიერებინა, ოპოზიცია დაასუსტა და „ქართული ოცნება“ გააძლიერა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის, ერთიანობის დღეა და ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველ ხალხის ერთიანობაში რაიმე წინააღმდეგობა იყოს შეტანილი, მიუღებელია. ყველას ვურჩევ, რომ ეს დღე არ იყოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და საკუთარ მომხრეებთან ერთად, რაც უნდათ, ის გააკეთონ.

ამ პოლიტიკოსებთან და იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც შემოქმედები არიან 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის, რომლის გამოც დღეს ათეულობით ადამიანი სასჯელს იხდის და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, არანაირი საქმე არ გვაქვს“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ