ზვიად მაისაშვილი მის მიმართ ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებზე - ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, ერთმა ბოდიში მოიხადა ჩემ მიმართ

ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ, - ამის შესახებ დაზარალებულმა ზვიად მაისაშვილმა განაცხადა, რომლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, თუმცა, მას როგორც დაზარალებული, ესწრებოდა ზვიად მაისაშვილი.

„არ მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი, ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა, თუმცა, ერთი იყო, რომელმაც მოახერხა და ეყო გამბედაობა, ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, რის გამოც, უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედავს, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ ბოდიშს იხდიდა. წელიწად ნახევარია გასული, მთელი დრო გვესმოდა, რომ მათი დადგენა შეუძლებელი იყო და საეჭვო ვითარებაში ემთხვევა მათი იდენტიფიცირება ჟურნალისტური გამოძიებით კადრების გაშუქებას, ამიტომ ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მართლა არიან ეს ადამიანები თუ არა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სახეზე ნიღბები ჰქონდათ და მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ მათ დაუშვეს პირადად შეცდომა, მოხდა გადაცდომა, თუმცა, ამის რა თქმა უნდა, არ სჯერა არავის, რადგან აქ არ იყო ერთეული შემთხვევები და მხოლოდ მე არ ვარ დაზარალებული და მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი. მასობრივი წამება და ძალადობა მიმდინარეობდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე, მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოხდა, მხოლოდ ამიტომ მოხდა ამ შემთხვევების გამოძიება. თუმცა. იყო უამრავი შემთხვევა, რომლებზეც მასალები არ მოგვეპოვება. ჩემს გარდა იქ სხვა ადამიანებიც სცემეს, რომელთა ჩამდენებიც დასჯილები არ არიან, იმ პირობებში, როცა, მეორეს მხრივ, არც ერთ პატარა გადაცდომას არ პატიობს ხელისუფლება და აკავებს ადამიანებს. ვერ ვიტყვი, რომ ამ 5 ადამიანის დაკავებით ქვეყანაში სამართლიანობა აღდგა",- განაცხადა მაისაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა