პროკურორი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე - გამოძიება დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ამ ყველაფრისთვის გასული დრო სრულიად ადეკვატურია - ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ

ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი სამი თანამშრომელი ბრალს აღიარებენ. აღნიშნულის შესახებ, ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განუცხადა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნადირაძემ განმარტა, აღნიშნული პირების დაკავებით საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.

„ამით საქმე არ მთავრდება, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ საქმეზე, უკვე ამ დროის მანძილზე ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ასეულობით მოწმე იქნა გამოკითხული, ასევე გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერების ათეულობით საათი და ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის, საქმე რომ ნახოთ, მოცულობითია. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უდიდესი საქმე იქნა გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა, გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებულმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი დანაშაულს აღიარებენ. სხვა დეტალების შესახებ, ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, - განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, იღებდნენ თუ არა ეს პირები მათი ზემდგომებისგან დავალებას, ფიზიკურად გასწორებოდნენ მომიტინგეებს, თუ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდნენ, ან შესაძლოა, თუ არა სხვა პირთა შესაძლო დანაშაული გამოიკვეთოს, პროკურორი პასუხობს, რომ გამოძიება ამ ეტაპზეც გრძელდება.

„წინასწარ რაიმეზე საუბარი რთულია, გამოძიება გრძელდება და ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება, კითხვა შინაარსობრივ ნაწილზე საუბარს გულისხმობს და რა თქმა უნდა, დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ“,- განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, რა ახალი მტკიცებულების საფუძველზე დააკავეს აღნიშნული პირები, ვინაიდან, გამოძიება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნადირაძე პასუხობს, რომ „გამოძიება დინამიური პროცესია და რომ მტკიცებულებათა შეგროვება გამოძიების ყველა ეტაპზე ხდებოდა“.

„გამოძიება დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო, დაწყების შემდეგ, ამ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მას შორის, მიმდინარეობდა პარალელურად, როცა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მოცემულ შემთხვევაში, ტარდებოდა მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციების მოპოვება ხდებოდა, რაც გარკვეულ დროს საჭიროებდა, რომ მომხდარიყო ინფორმაციის შეფასება, გაანალიზება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, ამ ყველაფრისთვის, გასული დრო სრულიად ადეკვატურია. გამოძიების პროცესი დინამიკურია, მტკიცებულებათა შეგროვება გამოძიების ყველა ეტაპზე ხდებოდა, ცალკე აღებული ერთი მტკიცებულება არასდროსაა გადამწყვეტი სისხლის სამართლის საქმეზე, მტკიცებულებები ფასდება ერთობლიობაში, აქედან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ, რომ რომელიმე კონკრეტულმა მტკიცებულებამ რამე გადაწყვიტა. შინაარსობრივ ნაწილს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, არსებული შედეგი ამ დროის მანძილზე გატარებული უზღვავი შრომის შედეგია, რა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გასწია“, - განაცხადა ნადირაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას