ერთ-ერთი ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ვინმეს მხრიდან რამე დავალებას ადგილი არ ჰქონია და ეს დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა

ბრალდებულმა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ვინმეს მხრიდან რამე დავალებას ადგილი არ ჰქონია და ეს დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა, - ამის შესახებ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე დაკავებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა, თორნიკე ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის არ აკონკრეტებს, თუ რომელ ბრალდებულ პოლიციელს იცავს, ვინაიდან გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი. თუმცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომიტინგე ზვიად მაისაშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულთაგან ერთ-ერთია.

„კარგად მესმის იმ ინტერესის შესახებ, რომელიც ამ საქმეზე როგორც მედიას, ისევე საზოგადოებას აქვს, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის შესახებ, შესაბამისად, საქმის მასალებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვერც მტკიცებულებებზე. დაცვის მხარე სასამართლოში ვშუამდგომლობდით, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო იმ გარემოებების გამო, რომ მას მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, მას მოწმეებზე რამე სახის ზემოქმედება არ მოუხდენია, ის პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. გამოკითხვაზე დაკავების დღეს გამოიძახეს პირველად“, - განაცხადა ტატუნაშვილმა.

კითხვაზე, ერთპიროვნულად იღებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაწყვეტილებას, მომიტინგეს ფიზიკურად გასწორებოდა, თუ ვინმესგან იღებდა დავალებას, ადვოკატი პასუხობს, რომ ის დავალებებს არავისგან იღებდა.

„ბრალდებულმა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ვინმეს მხრიდან რამე დავალებას ადგილი არ ჰქონია და ეს დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა და სხვა ვინმე არ გამოკვეთილა“, - განაცხადა ტატუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ