შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე - როგორც ჩანს, ბატონ პეტერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს

მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერსს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეწუხებულია „ბატონი პაპუაშვილის გამო, რადგან მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 მაისს განაცხადა, რომ ბრალდებები, რომ ევროკავშირი აზიანებს საქართველოსთან ურთიერთობას, მცდარია და „ეს საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან“.

მისი თქმით, „შეწუხებულია ბატონი პაპუაშვილის გამო“, ვინაიდან შალვა პაპუაშვილს „ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და არც ერთი მათგანი არის კარგი“.

„ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ქართველ ხალხს, რომ წაიკითხონ ევროკავშირის შეთანხმებები, ყველაფერი წერია იქ, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რა არის ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენ ვემყარებით ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ვართ მშვიდობიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ადგილი და ქართველები ძალიან სასურველები არიან, რომ იყვნენ ჩვენთან, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები”, -განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე