შალვა პაპუაშვილი - ჩემი რჩევა იქნება, გულმოდგინედ წაიკითხონ წერილი, გაიაზრონ და მიიღონ, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოადგება თავად ევროკავშირს - ყველას ვურჩევ, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს

ევროკავშირში ყველას ვურჩევ, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მის მიერ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა და გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება“.

პაპუაშვილმა ბრიუსელს ურჩია წერილი „გულმოდგინედ“ წაიკითხონ.

„ძალიან კარგია, თუ ბრიუსელში გაგზავნა. ჩემი რჩევა იქნება, გულმოდგინედ წაიკითხონ ეს წერილი, გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოადგება თავად ევროკავშირს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა. ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს. უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს. უნდა გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. ევროკავშირში ყველას ვურჩევ, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს. რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როდესაც მთელი ქვეყნისგან ცდილობ შექმნა მტრის ხატი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის პარალელურად, „ევროპის დღის“ აღნიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „არის მცდელობა, გადაფარონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე და წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში სამამულო ომთან დაკავშირებით არის“.

„სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩისგან ევროპის დღეს იმ 300 ათასი ქართველის წვლილის ხსენება, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ დღეს ევროპა იყოს ისეთი, როგორიც არის, ფაშიზმისგან თავისუფალი. არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და 300 ათასი ქართველი, რომელმაც თავისი სიცოცხლე დადო ფაშიზმისგან თავისუფალი ევროპისთვის. სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე. არის მცდელობა ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც სხვადასხვა ხალხმა გაიღო“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროპის დღესთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე