ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, პატრიარქის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის - წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალები ამ პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობდნენ

ვფიქრობ, პატრიარქის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის - წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალები ამ პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობდნენ, თუმცა ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც საქართველოს ეკლესიის და ქართველი ერის ინტერესებშია.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ჩვენი ერის, ქვეყნის ცხოვრებაში. ირჩევა 142-ე პატრიარქი. მე ვფიქრობ, არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და არჩევნების შედეგად, რა თქმა უნდა, გამოვლენილი იქნება ღირსეული კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე იმ 3 კანდიდატიდან, რომელიც ცნობილია. ამ წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ამ პროცესის გარკვეული დისკრედიტაციის, ურთიერთავდასხმის მცდელობა იყო. ცდილობდნენ, ამ პროცესისთვის რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც, რა თქმა უნდა, ყველაფერი წარიმართა და წარიმართება ისე, როგორც საქართველოს ეკლესიის და ქართველი ერის ინტერესებშია,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა