პაატა ზაქარეიშვილი - პატრიარქის არჩევნების პროცესი არასწორად მიმდინარეობდა - პროცესი წავიდა წმინდა წყლის ბიუროკრატიული და არა სახარების პრინციპით

დღეს შეიძლება რამდენიმე სასწაული მოხდეს: პირველი: პირველ ტურში ვერავინ გავიდეს. ფანტასტიკური იქნება. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია მუშაობს, არა რუსეთი, არა მთავრობა, არა უსაფრთხოება, არამედ დემოკრატია მუშაობს! - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის არჩევნების პროცესი არასწორად მიმდინარეობდა, პროცესი „წავიდა წმინდა წყლის ბიუროკრატიული, სამინისტროს, თუ დეპარტამენტის ფორმის მმართველობის პრინციპით და არა სახარების“.

„რაც დღეს ხდება, ეს არ ყოფილა არასდროს. კარგია, თუ ცუდია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ისტორიულია, უნიკალური მოვლენაა. ყველას თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება 35 კაცში. მათ სინდისზე და ღირებულებებზეა დამოკიდებული.

[პატრიარქის არჩევნების პროცესი] არასწორად მიმდინარეობდა. პროცესი წავიდა წმინდა წყლის ბიუროკრატიული, სამინისტროს, თუ დეპარტამენტის ფორმის მმართველობის პრინციპით და არა სახარების, ეკლესიურობიდან გამომდინარე. ისეთი რაღაცები გაკეთდა, რამაც გამორიცხა ეპისკოპოსებს შორის თანასწორობა, ეს განათლებას ეხება. მეუფე ისაიას ვგულისხმობ. ეპისკოპოსებში არის ღირსეული და უღირსიც, ყველანაირია. როდესაც ეპისკოპოსებში გამორჩევას აკეთებ შენ სასარგებლოდ, შენზე ირგებ, ვიღაცებს გვერდით წევ, უკვე არა სამართლიანობას აქვს ადგილი. პროცესი იწყება ხინჯით და ნაკლოვანებით. ალბათ, პატრიარქი შიო გახდება. დღეს, შეიძლება რამდენიმე სასწაული მოხდეს: პირველი: პირველ ტურში ვერავინ გავიდეს. ფანტასტიკური იქნება. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია მუშაობს, არა რუსეთი, არა მთავრობა, არა უსაფრთხოება, არამედ დემოკრატია მუშაობს!

მეორე სასწაული იქნება: მეორე ტურში შიომ არ გაიმარჯვოს. ორივე ფანტასტიკური სასწაული იქნება.

ორი მკაფიოდ გამოკვეთილი ინტერესების მატარებელი გარე ფაქტორია, რომელიც არ უნდა ეხებოდეს ეკლესიას და ეხება, ეს არის რუსეთის ინტერესები და მთავრობის ინტერესები. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ, გვახსოვს „კრებსები“. როგორ არიან ჩასაფრებულები სამღვდელოებაზე, ლოგინში, გარეთ...აშკარად ჩანს, რომ უსაფრთხოება მრავალი წელია დასდევს ეპისკოპოსებს. უსაფრთხოება ვიღაცის ინტერებს ასრულებს, ან მთავრობაზე, ან რუსეთზე. „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერესები, რომ დაასუსტოს ეკლესია, აღარ წამოვიდეს ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორც ილია მეორის დროს იყო. ეს არ მოხდება, ილია მეორემ მრავალი წელი მოიპოვა ეს უნიკალური რეპუტაცია.

„ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა კონკურენტი, ყოველ კვლევაში ყველაზე მაღლა პატრიარქი დგას, ამიტომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა: იყიდოს, შეაშინოს, დაემუქროს, "მოთაფლოს", ოღონდ ეკლესია იყოს არა პოპულარული. არ დადგეს ივანიშვილის, პრემიერის წინ, პრეზიდენტის და ასე შემდეგ. სულ სხვა ამოცანა აქვს რუსეთს, რუსეთის მთავარი ამოცანაა, ეკლესია არ წავიდეს კონსტანტინოპოლისკენ. როგორც პოლიტიკაში, რუსეთს არ უნდა საქართველო მიდიოდეს ნატოსა და ევროკავშირში“,- აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ ახალი პატრიარქის არჩევნებში ჩარევა ხდება, რატომ არ ხდება მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან აღნიშნულზე ღიად საუბარი, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს: „ვინ იტყვის, მე რუსეთიდან დამირეკეს და ფული მომცეს? ვინ იტყვის ივანიშვილმა დამირეკა? არ არის გამორიცხული, ეპისკოპოსებს შორის გარკვეული ინფორმაცია არსებობს. რა უნდა 35 კაცთან ინდივიდუალური, პერსონალური კონტაქტი არსებობდეს?! ვის უთქვამს, მე ვარ რუსეთის აგენტი“.

მისივე თქმით, ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს პატრიარქი, პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება, რა პოლიტიკაც ჰქონდა ილია მეორეს საგარეო ურთიერთობებში, ეს პოლიტიკა გაგრძელდება.

„ძირითადი პრობლემა არის მართლმადიდებლურ სამყაროში თავის პოვნა. ეს არ უნდა იყოს რუსეთის სასარგებლო ნაბიჯი. ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, პრაქტიკულად, არაფერი შეიცვლება, რა პოლიტიკაც ჰქონდა ილია მეორეს, ეს პოლიტიკა გაგრძელდება საგარეო ურთიერთობებში. თუ მეუფე გრიგოლი გახდება პატრიარქი, მსუბუქად, უმნიშვნელოდ დაიწყებს არა იმდენად დისტანცირებას რუსული ეკლესიიდან, რამდენადაც მეტ კარგ ურთიერთობებს, შეიძლება არახილულს კონსტანტინოპოლთან. მეუფე იობიც, ალბათ, შეეცდება მოსინჯოს, რა საფრთხეები არსებობს აფხაზეთის მიმართულებით. თუ შიო იქნება პატრიარქი, არაფერს შეცვლის, ვაიდა არაფერი გაფუჭდეს. რუსეთს ეს აწყობს.

მეუფე გრიგოლი ჩემი ჯგუფელი იყო სასულიერო აკადემიაში. მან უნიკალური რამ გააკეთა ფოთში, გახსნა ფილოსოფიის შემსწავლელი დაწესებულება. რიგითი ეპისკოპოსი არ არის. ის დაიწყებს გამოსავლების ძიებას, მისთვის საკმარისი არ არის, რომ "ეს არ შეიძლება". დასვამს კითხვას: რატომ არ შეიძლება. შიო არ დასვამს ამ კითხვას. იტყვის: „არ შეიძლება? არ შეიძლება, კარგი, მშვენიერია“. მთავარი მომენტია, მოხდეს რუსეთის ინტერესებში ჯდომა და არა ამოვარდნა. ილია მეორეც ასე იქცეოდა, მაგრამ მას საზოგადოებაში, უაღრესად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ამით ფარავდა თავის რუსულ კონტექსტს. უდიდესი რამ გააკეთა ილია მეორემ, ის რომ ავტოკეფალიის ეს ფორმა მოგვიპოვა“, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

მან პატრიარქობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუფე გრიგოლი აქტიურია, ხოლო მეუფე შიო არ იყო კომუნიკაბელური, არ მიუღია მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შესაბამისად, „რაც არ იყო ვერ გახდება“.

„მეუფე გრიგოლთან პერსონალური სიმპათიები მაქვს, უფრო აქტიურია. რამდენი ხანია შიო თანამოსაყდრეა და გარდა ქადაგებებისა, არავითარი ინტერვიუ, გამოსვლა, კონცერტზე დასწრება, არ მიუღია მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეუფე იაკობი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ეპისკოპოსია, მისაღები ხუმრობები, თუ მიუღებელი...ადამიანი კომუნიკაბელურია. შიო არ იყო კომუნიკაბელური და რაც არ იყო ვერ გახდება. მეუფე იობი სამონასტრო ცხოვრებაში უაღრესად პოპულარული იყო.

ნათქვამია, გენერალი როდესაც ახალ ომში შედის, წინ ომის გამოცდილებას ითვალისწინებს. პრობლემაა ის, რომ ყველას გვგონია, ეკლესია ისეთივე იქნება, როგორც ილია მეორის დროს. ეს არ იქნება. ეკლესიის როლი შეიცვლება. ილია მეორეს პერსონალური ავტორიტეტი ჰქონდა“, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია