დავით მათიკაშვილი - ერი 26 მაისს ისე იზეიმებს, რომ გარეშე რადიკალები საკუთარ ბინძურ მიზნებს ვერ მიაღწევენ - თუ მაინც შეეცდება ვინმე, რომ კანონი დაარღვიოს, სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს

26 მაისი არის საერთო ეროვნული დღესასწაული და ერი ამას ისე იზეიმებს, რომ რადიკალები თავის საკუთარ ბინძურ მიზნებს ვერ მიაღწევენ - თუ მაინც შეეცდება ვინმე, რომ კანონი დაარღვიოს, მათ სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 26 მაისი საქართველოში ზეიმით აღინიშნება და რადიკალიზმი მას ჩირქს ვერ მოსცხებს.

„თავების დათვლაზე რომ არიან გადასული და მუდმივად იმდენ თავს ითვლიან, რაც არ არის მათთვის საკმარისი მათი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად, გულისხმობს იმას, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. კვლავ უცხოეთზეა აქცენტი გამახვილებული. უცხოეთში ეძებენ მხარდაჭერას, ხსნას და სწორედ ამიტომაც არის, რომ მათი დაანონსებული აქცია იქნება თუ სურვილი, სადმე დესტრუქცია მოაწყონ, საბოლოოდ ფიასკოთი სრულდება. მხარდაჭერის არმქონე ე.წ. პოლიტიკური ძალები სწორედ ასე ასრულებენ საკუთარ სურვილებს და წიაღსვლებს, მათ შორის, ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, 26 მაისსაც. ისინი ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს რაღაც დისონანსი შეიტანონ საერთო ეროვნულ ზეიმში. ეს მათ, ცხადია, არ გამოუვათ. ნიკა გვარამია იყო „ნაცმოძრაობას“ სადისტური რეჟიმის თანაშემოქმედი და მას 26 მაისზე საერთოდ არაფერი აქვს სათქმელი. რაც ნაკლებს ისაუბრებენ და აჟიტირებას ნაკლებად მოახდენენ, ალბათ, მათთვისვე უკეთესია. სახურავებზე შემოყრილი ორი გვამი, დასისხლიანებული რუსთაველის გამზირი და სასტიკად დასჯილი პროტესტანტები ყველას კარგად გვახსოვს. ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაზიანებას, ახლა ოპოზიციაში ყოფნისას იგივე სურვილები გააჩნიათ. ქართველი ხალხის ნება-სურვილს წინ ვერავინ აღუდგება. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული და ერი ამას, რა თქმა უნდა, ისე იზეიმებს, რომ გარეშე რადიკალები თავის საკუთარ ბინძურ მიზნებს ვერ მიაღწევენ. თუ მაინც შეეცდება ვინმე, რომ კანონი დაარღვიოს, რომელიც ჩვენი საზოგადოების წესრიგისთვის არის გათვალისწინებული, მათ სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს. ყველა გაფრთხილდეს, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადაწყვეტს რაიმე ფორმით კანონი დაარღვიოს. ჩვენ ველოდებით იმას, რომ 26 მაისი ზეიმით აღინიშნება საქართველოში და რადიკალიზმი მას ჩირქს ვერ მოსცხებს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მოსახლეობას 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც! კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც! ჭკვიანიც და სულელიც!გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენვე გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს! ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!”- წერს გვარამია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე