ზვიად ცეცხლაძე - ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა, ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში

ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების საქმეზე მსჯავრდებულმა ზვიად ცეცხლაძემ სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვის დროს განაცხადა.

„პროკურატურა მე აქციის ორგანიზებას მედავება 28 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე. საქმეში კი არიან დაზარალებულები, რომლებმაც დაზიანებები 28 ნოემბრიდან - 29 ნოემბრამდე მიიღეს. აცხადებდნენ, რომ ჩემი ვიდეოთი დაორგანიზდა რაიმე ჯგუფი. აქციაზე კი პირველად 30 ნოემბერს ვიყავი. იმდენად მცემეს, რომ ფეხსაცმელიც აღარ შემრჩა. ავედი უნივერსიტეტში და ჩავწერე ვიდეო.

ჩემს წინააღმდეგ კი პროკურატურის მთავარ მტკიცებულებას ხმა არ აქვს. შემდეგ კი დასაკითხად მოსულმა მოწმემ მოიტანა ეს ვიდეო მეხსიერების ბარათით, თუმცა იმ ვიდეოს წარმომავლობა არ ვიცით.

ჩემი დაკავება 4 დეკემბერს მოხდა, უნივერსიტეტთან. პირადი ჩხრეკის დროს ვერაფერი ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მომათავსეს მანქანაში, სადაც რამდენიმე საათი ვიმყოფებოდი. მოწმემ კი განაცხადა, რომ მე არა დაკავებული, არამედ შეჩერებული ვიყავი, თუმცა გადაადგილების საშუალება არ მქონია.

სახლში ჩხრეკის დროს, აალებადი ნივთიერებები ჩამიდეს. ადვოკატი ჩხრეკას არ დაასწრეს. ჩხრეკის ოქმს კი ხელი არ მოვაწერე.

ჩემს წინააღმდეგ, უდანაშაულობის პრეზუმფცია კი არ დაირღვა, არამედ გაიყიდა. რიგი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ კრიმინალები ვიყავით. მზია ამაღლობელზე გამოვიდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დამკავებელი ადამიანი და თქვა, დავალება მიიღო, რომ პოლიციელისთვის დაერტყაო. „რუსთავი 2“-მა მთელი სიუჟეტი მომიძღვნა, როგორ დავგეგმე ტერორისტული აქტი. ეს არის იმიჯის მიზანმიმართული შელახვა.

ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი, როგორც აქტივისტის მიზანი დესტაბილიზაციის შემოტანა კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. როგორც მომავალ იურისტს მინდა, რომ სასამართლო იყოს ყველაზე ძლიერი.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება სასამართლოს. საზოგადოება კი სასამართლოს სკეპტიციზმით უყურებს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მართლმსაჯულების უზენაესობა",- განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა