სალომე სამადაშვილი - ივანიშვილისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შეაჩეროს მასზე მზარდი წნეხი დასავლეთიდან და ამოეწეროს პუტინის მოკავშირეების სიიდან, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან და მის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია

დღეს ივანიშვილისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შეაჩეროს მასზე მზარდი წნეხი დასავლეთიდან და ამოეწეროს პუტინის მოკავშირეების სიიდან, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან და მის დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია - აქ ორივე მხარეს აქვს ინტერესი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, საქართველო მხოლოდ მოიგებს იმისგან თუ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამოსწორების პროცესი დაიწყება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკა მიდის აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იმისა, რა მოლოდინიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. დღეს ივანიშვილისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შეაჩეროს მასზე მზარდი წნეხი დასავლეთიდან და ამოეწეროს პუტინის მოკავშირეების სიიდან, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან და მის დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. ამიტომ აქ, პირველ რიგში, იკვეთება საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმის ინტერესები. თუმცა ამასთან ერთად, ცხადია, რომ უკრაინის ინტერესებში შედის განახორციელოს და განავითაროს ის პროექტები, შავი ზღვის რეგიონში, რომელიც უკავშირდება უკეთეს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც უკავშირდება მათ შორის რუსეთის ინტერესების შემდგომ შევიწროებას შავი ზღვის რეგიონში და ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს დღეს, არის მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ვფიქრობ, რომ აქ ორივე მხარეს აქვს ინტერესი და საბოლოოდ, საქართველო მხოლოდ მოიგებს იმისგან თუ ჩვენსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამოსწორების პროცესი დაიწყება, ვინც არ უნდა მართავდეს დღეს ამ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა