ნატო-ს პრესსამსახური ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, კევინ ჰამილტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გამართული შეხვედრების ფარგლებში ნატო-სა და საქართველოს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ მოსაზრებები გაცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ნატო-ს პრესსამსახური 7-8 მაისს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, კევინ ჰამილტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კევინ ჰამილტონი საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას შეხვდა.

„ელჩმა ჰამილტონმა მოსაზრებები გაცვალა ნატო-ს მხარდაჭერის შესახებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ეს ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით ხორციელდება, როგორიცაა ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა (ITPP), ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ და გაღრმავებისკენ კვლავ მოუწოდებენ, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით, რასაც ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის კვლავ არსებითი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, კევინ ჰამილტონმა შეხვედრების ფარგლებში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„ვიზიტის ფარგლებში ელჩი ჰამილტონი შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მოკავშირეთა საელჩოების წარმომადგენლებსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის თანამშრომლებს. ასევე, მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) - ნატო-საქართველოს თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. ასევე, ეწვია საქართველოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, რითაც ხაზი გაუსვა ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე