მზია ამაღლობელი - მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა

მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა, - ასე მიმართა გამოცემა­ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს.

მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გრიგოლ ბესელია, საქმეში მისი სახელის მიჩქმალვას ცდილობდა. მისი თქმით, გრიგოლ ბესელია თანამშრომლებს აიძულებდა, რომ გაყალბებული ოქმები და პატაკები შეედგინათ.

„დარბაზში მყოფებს მადლობა, არასდროს მტოვებთ მარტო, ვიცი თქვენი ყოველდღიურობა სავსეა საქმეებით, მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მჯერა, რომ დარბაზში მსხდომი აუდიტორია და საია-ს მსგავსი ორგანიზაციები იქნება ქვეყანაში…

ბატონო მოსამართლევ, გავეცანი თქვენგან შემოსულ დადგენილებას, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა, ამ საქმეზე თქვენ აცილება არ გაგიკეთებიათ, არც ჩვენ არ გავაკეთეთ აცილება. სულ ერთია ბატონო მოსამართლევ, მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა.

წარმოიდგინეთ ამ საქმით შეგიძლიათ ნახოთ: როგორ გააყალბოთ ფაქტი და არარეალობა შექმნა.

2025 წლის 11 იანვარს პოლიციის შენობასთან სრულიად მშვიდ გარემოში ჩემი მხრიდან არ ყოფილა მოწოდებები, პოლიციის შესასვლელთან გალავანზე სოლიდარობის სტიკერი გავაკარი, სადაც 9 ადამიანი დააკავეს, ამ დაკავების დროს იქ არ ვყოფილვარ.

ციალა ქათამიძე ასფალტზე სტიკერის გამო დააკავეს, ამ დროს ოფისში ვმუშაობდი და ეგრევე იურისტთან წავედი, მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივედი, იქ მისულმა გავიგე ციალას შემდეგ 7 მოქალაქე დაუკავებიათ, დეტალებში არ შევალ, უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას.

აქ საქმე ეხება დაკავების კანონიერებას, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ დამაკავა?! მე დამაკავა გრიგოლ ბესელიამ, მომკიდა ხელი და იმ ჭიშკარში თავისუფალი შესვლა არ ყოფილა, ეს არ ყოფილა ამოცნობის გამო შეყვანა, არანაირი კომუნიკაციაში არავინ არ შემოსულა, სანამ არ ამიყვანეს პოლიციის სამმართველოს შენობის მესამე სართულზე ერთ - ერთ ოთახში.

მთელი ეს სიყალბე გამოდის, რომ პირმა რომელმაც დამაკავა რეგიონის პოლიციის პირველი პირი იყო,(გრიგოლ ბესელია)…

მაკავებს სტიკერის გაკვრის გამო“, - განაცხადა ამაღლობელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე