თორნიკე გოშაძე - ჩემი შეწყალების უფლება ყაველაშვილს არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მე ამის უფლებას არ ვაძლევ - როცა ციხიდან გამოვალ, არავინ გაბედოთ საახლობლოში იმის კითხვა, თუ რა მინდოდა აქციაზე

როცა ციხიდან გამოვალ, არავინ გაბედოთ საახლობლოში იმის კითხვა, თუ რა მინდოდა აქციაზე. აქციაზე ვიდექი ევროპული მომავლისთვის, ოღონდ არა იმ მომავლისთვის, სადაც კაცი კაცის ცოლია, - ამის შესახებ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა თორნიკე გოშაძემ საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ ბრალდებულების სკამზე უდანაშაულო ადამიანები ისხდნენ.

„ადვოკატებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ ბრალდებულების სკამზე უდანაშაულო ადამიანები ისხდნენ და მოსამართლის გამოცხადებული გადაწყვეტილება უკანონო იყო.

მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ სხვების მოწოდებებით. არც დანაშაულის აღიარების მეშინია და მრცხვენია. რომ აღიარო და მოინანიო, ამისთვის დანაშაული უნდა გქონდეს ჩადენილი. იმდენად უაზროა და შეუსაბამო თქვენი ბრალდება, ჩემი არაღიარება კი არა, აღიარება უნდა გაგიკვირდეთ. რაც შეეხება შეწყალებას, ჩემი შეწყალების უფლება ყაველაშვილს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ამის უფლებას არ ვაძლევ. ეს არის ჩემი პოზიცია. არავის განსასაზღვრია, რომელიმე პატიმარი თუ მოითხოვს შეწყალებას და არც ის, თუ არ მოითხოვს.

როდესაც ციხიდან გამოვალ, არავინ გაბედოთ საახლობლოში იმის კითხვა, თუ რა მინდოდა აქციაზე. აქციაზე ვიდექი ევროპული მომავლისთვის, ოღონდ არა იმ მომავლისთვის, სადაც კაცი კაცის ცოლია.

კერპი შექმნით საკუთარი თავებისთვის ბიძინა ივანიშვილის სახით.

„კაცი კაცია და ქალი ქალია" კი არა ბავშვებს მიეცით წამალი. ამ ბავშვების სიცოცხლე ყველა თქვენგანზე მნიშვნელოვანია. რად გინდათ ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვებს ეუბნებიან მძიმე ტვირთი ხარ ქვეყნისთვისო?“ - განაცხადა თორნიკე გოშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე