გია ვოლსკი - პატრიარქ შიო III-ს გააჩნია ინტელექტუალური რესურსი, წარსული, აწმყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე, ილია მეორემ გაკვალა

პატრიარქ შიო III-ს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული, აწმყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე, ილია მეორემ გაკვალა - მივულოცავ მასაც და რასაკვირველია, მთელ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე ილია მეორემ გამოარჩია.

"საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბარი წარსულ დროშიც კი ძალიან რთულია და რასაკვირველია, ეს სერიოზული თამასაა. როგორც თავად აღნიშნა, საკმაოდ მძიმე ჯვარია. ის პასუხისმგებლობა და ტრადიცია, რაც ეკლესიას გააჩნდა არა მარტო მსახურებისა, არამედ ადამიათა შორის ურთიერთობისა და ის უამრავი სიკეთე, რაც ილია მეორემ დათესა, არის აღმოცენებული ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ახასიათებს, ის დიდი სიყვარული, სათნოება, მიუხედავად იმ რთული სიტუაციისა, მათ შორის, საზოგადოებაში, რასაკვირველია, ეკლესია ყოველთვის პოზიტიურ როლს თამაშობდა. აწ უკვე პატრიარქ შიოს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული, აწმყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ილია მეორემ გაკვალა. ასე რომ, მივილოცავ მასაც და რასაკვირველია, მთელ საზოგადოებას. ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე ილია მეორემ გამოარჩია და დღეს სამღვდელოებამ, მაღალმა იერარქებმა მხარი დაუჭირეს მას. ყველას მივილოცავ, მათ შორის, მათაც, ვისაც სხვა არჩევანი ჰქონდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ ყველას, პირადად მეც, ზოგადად, მრევს, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა და გამორჩეულობისა, რომ სწორედაც ეს იქნება ჩვენი გარკვეული ვალის მოხდა პატრიარქ ილია მეორის მიმართ, რომ გვიყვარდეს და მხარში ამოვუდგეთ ეკლესიას და ეკლესიის მმართველობასაც, რათა შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, ქართული ტრადიცია, ჩვენი მრწამსი და ვთესოთ სიკეთე, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანთა შორის. მე ვფიქრობ, ამას წარმატებით გაართმევს თავს პატრიარქი შიო მესამე", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე