ისრაელის ელჩი შიო III-ს - მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებთ სიბრძნეს, სიმტკიცეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას - დარწმუნებული ვართ, ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია „გულითადად ულოცავს“ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.

განცხადებაში, რომელიც საქართველოში ისრაელის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას „ვუსურვებთ სიბრძნეს, სიმტკიცეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის წინამძღოლობაში, რწმენით, თანაგრძნობითა და ერთობით“.

„ისრაელისა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა საუკუნოვან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება. ქართველები და ებრაელები თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით - ღრმა ისტორიული კავშირებით, კულტურული ურთიერთგაგებითა და მტკიცე მეგობრობით.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მშვიდობის, ტოლერანტობისა და ადამიანის ღირსების ღირებულებებზე დაყრდნობით.

ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს“, - წერია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა