თორნიკე ჭეიშვილი - ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას, თითქოს ამით ვინმე  გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს  სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, სიცრუეა

ხდება პროცედურების, მექანიზმების დახვეწა, გამარტივება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს სისტემამ და ნებისმიერი ინსინუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამით ვინმე გარკვეულ გულგრილ დამოკიდებულებას აჩენს სათანადო საჭიროების მქონე პირებისადმი, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, სოციალურად დაუცველთა ოჯახების სიებიდან ამოღების საკითხზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს პროცედურების გასამარტივებლად და მექანიზმის დასახვეწად, რაც შეიძლება დაედოს საფუძვლად კონკრეტული ოჯახების სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოღებას, რომლებსაც თვეების განმავლობაში უფიქსირდებათ მაღალი შემოსავალი.

მისივე თქმით, მათ სურვილის შემთხვევაში ექნებათ უფლება იმისა, რომ მოითხოვონ კვლავ შემოწმება.

„კეთილი რჩევა იქნება უბრალოდ მათდამი, რომ ჯერ კარგად გაერკვნენ საკითხში, ჩაიხედონ რეალურად რა ცვლილებასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ხდება დახვეწა მექანიზმისა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომლებიც თვეების განმავლობაში აფიქსირებენ მაღალ შემოსავალს სიღრმისეული გადამოწმების გარეშე შეიძლება იქნენ ამორიცხულნი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და თუკი კონკრეტული ოჯახი მაინც მოითხოვს თავადვე, რომ მოხდეს მათი საკითხის კვლავ დღის წესრიგში დაბრუნება და მისი შემოწმება, რა თქმა უნდა, აღნიშნული განხორციელდება. შესაბამისად, ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში დასკვნა - ხდება პროცედურების, მექანიზმების დახვეწა, გამარტივება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს სისტემამ და ნებისმიერი ინსინუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამით ვინმე გარკვეულ გულგრილ დამოკიდებულებას აჩენს სათანადო საჭიროების მქონე პირებისადმი, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე