„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებმა თბილისში „კარდაკარის“ კამპანია დაიწყეს

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებმა „კარდაკარის“ კამპანია დაიწყეს.

ისინი მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერებს არიგებენ, რომელზეც 26 მაისის აქციის შესახებ ინფორმაცია არის განთავსებული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქალაქეებს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზეც ესაუბრებიან და საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

„ოპოზიციის ალიანსი“ იწყებს თბილისის ინფორმირების კამპანიას 26 მაისთან დაკავშირებით. 26 მაისი არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ამიტომ „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერები, ჩვენი მხარდამჭერები, თითოეული ადამიანი, ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული, მივალთ თითოეულ მოსახლესთან, ოჯახთან, გადავცემთ მოსაწვევს და „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანია დაგვირგვინდება 26 მაისს, სადაც ვიქნებით ბევრნი და დავანახებთ, რომ ამ ქვეყანას ევროპულ გზაზე დაბრუნებაც შეუძლია, განვითარებაც შეუძლია და ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ნანა ტოხვაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა