გიგა ბოკერია - ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით, რომელ გზას აირჩევს: განამტკიცებს ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს თუ  ნებას მისცემს საქართველოს მტრებს ეკლესიის სახელი სამოქალაქო თავისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, გიგა ბოკერია 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით, განამტკიცებს თუ არა იგი ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს: პიროვნების ღირსებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობას, ნებისმიერი მთავრობისგან ეკლესიის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ აირჩია 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.

ქრისტიანული მრწამსი იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეკრა ქართული ეროვნული იდენტობა და განსაზღვრა ჩვენი კუთვნილება დასავლური, თავისუფალი სამყაროსადმი.

არაერთი გარე მტერი წარუმატებლად შეეცადა ტირანული ძალადობით ამ იდენტობის წაშლას.

რუსული იმპერიალიზმი „ერთმორწმუნეობის“ ყალბი გზავნილის გამოყენებით ცდილობდა იმავეს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი კი სისხლიანი რეპრესიების პარალელურად, ცინიკურად იყენებდა ფსევდო რელიგიურ გზავნილებს.

ეს იყო და არის საქართველოს მტრის სტრატეგიის ერთ-ერთი ხაზი - რელიგიურ ერთობაზე ფარისევლური აპელირებით და რეალურად სამოქალაქო თავისუფლების საწინააღმდეგო, ანტიქრისტიანული პროპაგანდით წაშალოს ჩვენი იდენტობა და შეაჩეროს თავისუფლებისკენ საქართველოს სწრაფვა.

ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება სწორედ იმის მიხედვით, თუ რომელ გზას აირჩევს იგი:

განამტკიცებს თუ არა იგი ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს: პიროვნების ღირსებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობას, ნებისმიერი მთავრობისგან ეკლესიის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს;

თუ პირიქით, ნებას მისცემს საქართველოს მტრებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი სამოქალაქო თავისუფლების წინააღმდეგ, დასავლური ცივილიზაციისგან საქართველოს ჩამოსაშორებლად და საბოლოოდ, ქართული ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოიყენონ”, - წერს გიგა ბოკერია.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე