სალომე ზურაბიშვილი - მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის ერთი ნაბიჯია - შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი

ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქს და მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რომელიც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის კი არის ერთი ნაბიჯი - შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრების შეწყალებით საზოგადოება ყველაფერს ახალი ფურცლიდან დაიწყებს.

„მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც ამ საღამოს იგეგმება საქართველოს საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღება. კენჭისყრა გაიმართება ამ საღამოს და მას დავესწრები, მაგრამ არ შეიძლება, დღევანდელ დღეს არ გამოვეხმაურო ახალი პატრიარქის არჩევას, მივულოცო [პატრიარქად] გამორჩევა და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს გზა, რომელიც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია.

ამისთვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი - პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი და ამით შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე