მამუკა ხაზარაძე - ვულოცავ საქართველოს პატრიარქ შიო III-ს უმნიშვნელოვანეს მისიას - დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ქვეყნის მშვიდობიანი და ღირსეული განვითარების მხარდაჭერა

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს უმნიშვნელოვანეს მისიას - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ხაზარაძის თქმით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ადამიანებს შორის ნდობისა და თანადგომის გაძლიერება, ქვეყნის მშვიდობიანი და ღირსეული განვითარების მხარდაჭერა.

„დღეს ისტორიული დღეა - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს.

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას, რომელმაც მოღვაწეობის მანძილზე, უმძიმეს პერიოდებში გააერთიანა ქვეყანა, გააძლიერა ეკლესია და მრავალი თაობისთვის იქცა სულიერი სიმტკიცის მაგალითად.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ადამიანებს შორის ნდობისა და თანადგომის გაძლიერება, ქვეყნის მშვიდობიანი და ღირსეული განვითარების მხარდაჭერა.

საქართველო ისტორიულად არის ქვეყანა, სადაც რწმენა, ტრადიცია და ევროპული მომავალი ერთმანეთის თანმხვედრია. ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც დაცულია როგორც სულიერი ფასეულობები, ისე თავისუფლება, ღირსება და ადამიანის პატივისცემა”, - წერს ხაზარაძე.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა