ირაკლი კირცხალია - უნდა გვახსოვდეს რა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია, ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით

უნდა გვახსოვდეს რა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია, ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, როდესაც განხილული საკითხები შეაფასა.

მან აღნიშნა, რომ სხდომას მამუკა მდინარაძე, როგორც სახელმწიფო მინისტრი პირველად დაესწრო.

კირცხალიას თქმით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რა გეგმები აქვს სხვადასხვა სამინისტროს და როგორ აპირებს ამ ყველაფრის კოორდინირებას.

"ჩვენ ვნახეთ მამუკა მდინარაძის პირველი დანაპირები, როდესაც ის ინიშნებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად. მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული.

ეს იყო მხოლოდ მათი სპეკულაციის საგანი, ისინი ხმას არ იღებდნენ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებზე, დამწვარ და გადამწვარ ადმინისტრაციულ შენობებზე და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი იყვნენ ყველაფრის დამკვეთები და რა თქმა უნდა, დამკვეთი ყველაფერზე თვალს დახუჭავს და სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეს გმირად შეგირაცხავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, უნდა გვახსოვდეს რა არის "ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია. ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით და ამ გზით მივდივართ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპროტესტო აქციებისას ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე