სახალხო დამცველი - იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

არის თუ არა საკმარისი [5 სპეცრაზმელის დაკავება], ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძინონ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, არის თუ არა საკმარისი, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მხოლოდ 5 სპეცრაზმელის დაკავება. იოსელიანმა განმარტა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები - სპეცრაზმელები პასუხისგებაში მიეცნენ, ეს იყო მათ შორის, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანგარიშში, რომელიც პარლამენტში გავაგზავნე. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, არ შეიძლება ერთ მხარეს ამდენი ადამიანი იყოს დაკავებული და მეორე მხარეს არავინ იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტებზე, რომელიც შარშან მოხდა. არის თუ არა საკმარისი, ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძინონ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, რა თქმა უნდა, მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ასეთი რამე მოხდა და პირველად მოხდა და ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას, როცა სისტემატურად ყოფილიყო მიდგომა დამნაშავეების დასჯასთან მიმართებაში, ამას მივესალმები, მნიშვნელოვანია, პროცესი ბოლომდე მივიდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საპატრიარქომ შესაძლოა, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით იშუამდგომლოს, იოსელიანმა განაცხადა, რომ ჰუმანური მიდგომის მომხრეა.

„ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, მე მომხრე ვარ, როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, სასჯელების შემსუბუქების, ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების, ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულში ახალი პატრიარქის როლი დიდია.

„პატრიარქის როლი ძალიან დიდია, ძალიან განსაკუთრებულია, ის მემკვიდრეობა, რომელიც, პატრიარქმა ილია მეორემ დატოვა ამ ქვეყანაში და რომელიც ნამდვილად ყველას პატრიარქი იყო, საზოგადოების ყველა ფენის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის პატრიარქი იყო, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიდგომაა, რაც ახალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს და გაითვალისწინოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე