გიგა ფარულავა - პატრიარქ შიო III-ს ვუსურვებთ წარმატებებს ქართველი ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მისიაში - გვჯერა, ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ქვეყანაში

კათოლიკოს - პატრიარქ შიო III-ს ვუსურვებთ წარმატებებს ქართველი ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მისიაში - გვჯერა, ქართული ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან სრულიად საქართველოს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევა მიულოცა.

გარდა ამისა, ის აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუკი ეს პროცესი დაიწყება.

„დაველოდოთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ადამიანები, რომლებიც დღეს რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, სამწუხაროდ, უკანონოდ იხდიან სასჯელს, უნდა იყვნენ სახლში. ეს ადამიანები სჭირდება თავიანთ ოჯახებს, თავიანთ ქვეყანას გარეთ და არა გამოკეტილ საკანში. შესაბამისად, თუ დაიწყება ეს პროცესი და რა თქმა უნდა, ამას ექნება შედეგი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ფარულავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა