თენგიზ შარმანაშვილი - როგორ არის ცილისწამება შალვა პაპუაშვილის განცხადება, როცა ფიშერი ორი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც პირდაპირ არის ვენის კონვენციის საწინააღმდეგოა?! - რაც შეეხება რასა იუკნევიჩიანეს, წავიდეს და თავის ერს მიუთითოს

საქართველოში არცერთი ელჩის მიმართ არ თქმულა, სულმოუთმენლად ველით, როდის დატოვებს საქართველოსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შარმანაშვილმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადება შეაფასა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება „ცილისწამებაა“.

შარმანაშვილის თქმით, გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

„როგორ არის ცილისწამება, ორი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც პირდაპირ არის ვენის კონვენციის საწინააღმდეგო. პირველკურსელი იურისტისთვისაც კი საკმარისია ვენის კონვენციის დღეში ერთი, ორი, სამი დარღვევა დაუფიქსირდეს. რასა იუკნევიჩიენე არ არის ის ფიგურა, რომელსაც შეუძლია ქართველ ერს რამე მიუთითოს. წავიდეს და თავის ერს მიუთითოს, ჩვენ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს „ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს“. მისი თქმით, „ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას“.

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა და შალვა პაპუაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„ევროკავშირი 101. როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ. ევროკავშირი თანამშრომლობასა და სოლიდარობას წარმოადგენს. მაგალითი: გერმანია სლოვაკეთის #1 სავაჭრო პარტნიორია, რაც ინვესტიციებისა და მრეწველობის ცენტრალური ნაწილია. ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას სლოვაკეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - დაწერა პეტერ ფიშერმა X-ზე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე